|
2015-07-06 12:30:06, 577 ნახვა
საზოგადოება
შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „პაცინეტის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად უტარდება კვლევები. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ყველაფერი კეთდება მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში. ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში მდებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. რამ გამოიწვია შენობის ჩამოგრევა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო და სახანძრო სასმახურის ბრიგადები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)