|
2015-01-23 16:25:36, 1231 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: სამწუხაროა, რუსეთის დუმაში აღმოჩნდა 400-ზე მეტი პარლამენტარი, რომელმაც უკანონობას მხარი დაუჭირა
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების მოხდენას გამოეხმაურა. ჩიქოვანის თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთის დუმაში 400-ზე მეტი პარლამენტის წევრი აღმოჩნდა, რომელმაც უკანონობასა და უსაფუძვლო საერთაშორისო სამართლის დოკუმენტს მხარი დაუჭირა. "ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის დუმაში აღმოჩნდა 400-ზე მეტი პარლამენტის წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა აბსოლუტურ უკანონობას და უსაფუძვლო საერთაშორისო სამართლის დოკუმენტს. ამ დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომელ პარლამენტში იქნება რატიფიცრებული, არა ქვს არანაირი საერთაშორისო საფუძვეელი. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მოქმედებას, არაერთხელ გვისაუბრია "თავისუფალ დემორატებს" იამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტი, გავააქტიუროთ საერთაშორისო დონეზე ბრძოლა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მრავალმხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე ორმხრივ ურთიერთობებს. დღეს რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა გააჩნია აბსოლუტურად ყველა ცივილიზებულ სამყაროს წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ძალის კონსოლიდირება, რათა ამ დღის წესრიგში შეიქმნას ქართული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება უკრაინაში, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ საკითხზეა ფოკუსირებული, მაგრამ როგორც ნახეთ, რუსეთი პოულობს დროს, გააგრძელოს მისი დესტრუქციული მოქმედებები, რასაც საერთაშოროსო ძალისხმევა უნდა დავუპირისპიროთ",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას რუსეთის სათათბიროში ხელი 441 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)