|
2015-07-05 16:40:38, 579 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა მაღალი კულტურა
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპას ვაჩვენოთ-ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა მაღალი კულტურა",-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის აზრით, ევროპის სტრუქტურები საჭიროა, თუმცა საქართველომ საკუთარი ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა არ უნდა დაკარგოს. "მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპას ვაჩვენოთ, ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა მაღალი კულტურა",-ბრძანა უწმინდესმა. მანვე საბერძნეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და ბერძენ ხალხს მშვიდობა უსურვა. "ჩვენ ვუსურვებთ ბერძენ ხალხს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში, მათ ქვეყანაში, მითუმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი ადამიანი წავიდა საბერძნეთში და იქიდან ეხმარებოდა საქართველოს, თავის ოჯახებს",-ბრძანა უწმინდესმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)