|
2015-01-23 16:11:29, 1245 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: სააკაშვილის წასვლის შემდეგ, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები კარგად თანამშრომლობენ
„სააკაშვილის წასვლის შემდეგ, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები ერთმანეთთან კარგად თანამშრომლობენ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ განაცხადა. კარასინის თქმით, ატმოსფერო გაცილებით უფრო ჯანსაღია მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა. "უნდა ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვრებზე შედარებითი სიმშვიდეა. საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და რუსი მესაზღვრეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ატმოსფერო გაცილებით უფრო ჯანსაღია მას შემდეგ, რაც ბატონი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა“, - განაცხადა კარასინმა. ამასთან, კარასინმა აღნიშნა, რომ 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება იმ ისტორიული ხელშეკრულების განვითარებაა, რომელსაც ხელი 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მოეწერა. "უკვე არაერთხელ ითქვა, რომ 24 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება იმ ისტორიული ხელშეკრულებების განვითარებაა, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. შეიქმნა ახალი რეალობა, რომელიც, თავისთავად, საქართველოს წინა ხელისუფლებამ მწვავედ აღიქვა და დღემდე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის მტკივნეულ წერტილს წარმოადგენს“, - განაცხადა კარასინმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)