17:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 19:01:19, 1153 ნახვა

რეგიონი
განახლებული ინფრასტრუქტურა ქობულეთის მოსახლეობისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად,  დღეს ქობულეთის განახლებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა.

,,ქობულეთში დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და უკვე ახალი ბულვარი გვაქვს მიმდინარე სეზონისთვის. მომავალ წელს იქნება ძალიან ბევრი სიახლე, როგორც ნაპირგამაგრების, ისე   თანამედროვე ინფრასტრუქტურის კუთხით ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქობულეთის სანაპირო ზოლის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.  აქედან, 2 მილიონ ლარზე მეტი მსოფლიო ბანკის, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ  მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება უზრუნველყოფილი მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

ქობულეთში უკვე დასრულდა ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics