16:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 15:04:12, 2397 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ფოტოებმა ესტონელებისა და ლატვიელების ყურადღება მიიქცია. ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი  გამოჩნდა, რომელიც ესტონეთისა და ლატვიის დედაქალაქებში წლის ბოლომდე იმოძრავებს.  აღნიშნული ქალაქების გარდა რეგიონის პოპულარიზაცია გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

გარდა გარე რეკლამისა, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერში ტრიალებდა, რის შედეგადაც რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს მილიონობით პოტენციური ტურისტი გაეცნო. წელს პირველად აჭარის სატელევიზიო რეკლამის ჩაეშვება ასევე, იგეგმება National Geographic-სა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც.

აჭარაში ასევე გრძელდება ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან. ჯამში წელს, 24 ინფო-მედიატურს გაეწია ორგანიზება, რომლის შედეგადაც აჭარის შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში ქვეყნდება.

აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ლატვიასა და ესტონეთში ტურიზმის დეპარტამენტი ბოლო წლებია აქტიურად ანხორციელებს, რაც გარე რეკლამის გარდა, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ტალინს, 27 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდება და ის ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ჩარტერული ფრენები წელს ასევე, დაგეგმილია ვილნიუსიდან და ვარშავიდან.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics