18:52 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 18:06:32, 671 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ინდონეზიის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ჯოკო ვიდოდოს სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.

„თქვენო აღმატებულებავ, უაღრესად დამამწუხრა  მედანში დატრიალებულმა საზარელმა ტრაგედიამ, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა.

ამ ძნელბედობის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ინდონეზიის ხელისუფლებასა და ხალხს.

გთხოვთ ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics