03:48 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 18:20:21, 719 ნახვა

სამართალი
შსს-მ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რეზო ლ. 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით “გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics