17:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 09:38:40, 563 ნახვა

საზოგადოება
ორთაჭალაჰესის ფარების გახსნის გამო, მტკვარში წყლის დონე მომატებულია

30 ივნისს, 00.00 საათიდან ორთაჭალაჰესის ფარები გაიხსნა, რამაც მტკვრის დონის მატება გამოიწვია.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით,  გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო გახდა ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა, აღნიშნულიდან გამომდინარე 30 ივნისს 00.00 საათიდან ორთაჭალაჰესის ფარები გაიხსნა. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. 

"ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ორთაჭალჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1-ელ ივლისს 00.00 საათზე დაუბრუნდება", - აცხადებენ სამინისტროში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics