|
2019-05-22 11:29:29, 4531 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა
აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია. ლევან იზორიამ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. როგორც მინისტრმა განაცხადა, განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით მზარდი დინამიკა აქვს - იქნება ეს ნატო-საქართველოს სწავლება თუ მრავალეროვნული სწავლებები. დისკუსიაზე ასევე აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. „წელს ჩვენ გვექნება დასავლეთ საქართველოში მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სწორედ ამ მასშტაბსა და დინამიკას უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნების რაოდენობითა და სწავლებაში სხვადასხვა ელემენტების ჩართულობით“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ატლანტიკურ საბჭოში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა. ამ კონტექსტში მხარეებმა ერთმანეთს სტრატეგიული ხედვა გაუზიარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სტრატეგიული ამოცანის განსახორცილებლად, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. „ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს დახმარებას უწევს, რომ თავდაცვის ძალები მაღალ პროფესიონალურ დონეზე განავითაროს და ალიანსთან სრულიად თავსებადი გახადოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი გაიღოს. ეს კი, ალიანსის მხრიდან 2008 წლის დაპირებაა“, - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ.
(NS)
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)