|
2019-05-17 12:47:08, 3842 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ლევან იზორია ვიზიტს ქალაქ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) სათაო ოფისში სტუმრობით დაიწყებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. თავდაცვის მინისტრი შეხვედრას გამართავს ტრანსფორმაციის სარდლის მოადგილესთან, ადმირალ მანფრედ ნილსონთან. ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნორფოლკიდან აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრება. ლევან იზორია ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ესტუმრება, სადაც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე სასაუბროდ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდს შეხვდება. ქართული დელეგაცია დისკუსიას ატლანტიკურ საბჭოშიც გამართავს, რომელსაც მოდერატორობას ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდერ ვერშბოუ გაუწევს. საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონში, ასევე დაგეგმილია მიღება საქართველოს საელჩოში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით დაესწრება. აშშ-ში ვიზიტს ქართული დელეგაცია ქალაქ ჰარტფორდში აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს. ლევან იზორია სანაპირო დაცვის აკადემიის 2019 წლის კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება და აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს - კონსტანტინე ყიფიანსა და ალექსანდრე წერეთელს ადგილზე მიულოცავს აკადემიის დასრულებას. '
(NS)
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)