|
2015-06-26 09:34:18, 444 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტებმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინასო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. კანონპროექტის მიღების საჭიროებას და მართებულობას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. მათ მიაჩნიათ, რომ შვიდი თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ეს ცვლილებები თავიდან შესაცვლელი გახდება. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კანონში ცვლილება მხოლოდ ერთი ადამიანის აზრის ,,გაპრავებას" უკავშირდება. დეპუტატის ამ განცხადებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ თარხნიშვილს გარეწარი უწოდა, ხოლო თამაზ მეჭიაურმა ოპოზიციონერი დეპუტატი არჩევნების გამყალბებლად მოიხსენია. კანონპროექტის ინიციატორების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის განცხადებით, კანონპროექტის შექმნა განაპირობა ფინანსური სექტორის ზედამხედველობის მიზნით ეფექტური და დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობამ, რომელიც არ იქნება პოლიტიზირებული და ორიენტირებული იქნება მხოლოდ საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობაზე, ასევე მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაზე. ცვლილების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეიქმნება სსიპ -საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც აღნიშნულ ფუნქციებს განახორციელებს. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, კომიტეტებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონპროექტს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. დავით ონოფრიშვილმა კი „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. რამდენადაც ინიციატორებმა განაცხადეს, რომ გაიზიარეს გამოთქმული შენიშვნები და ისინი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანილ დოკუმენტში აისახება, ასეთი დათქმით კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მას. ცნობისთვის, კანონპროექტი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს. მისი ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)