|
2015-06-25 12:14:23, 509 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰენრი კერალს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჰენრი კერალს საქართველოსთვის გაწეული სამსახურისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჰენრი კერალის უშუალო ჩართულობით, მსოფლიო ბანკმა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დღემდე ახორციელებს. მათ შორის არის– საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით მიმდინარე პროექტები. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომლის ძირითადი მიზანია დააკავშიროს ქვეყნის დედაქალაქი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები დასავლეთ საქართველოში მდებარე საპორტო, რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰენრი კერალს გაწეული საქმიანობისთვის და მას საქართველოს მეგობარი უწოდა. შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)