|
2019-04-15 16:20:44, 1741 ნახვა
რეგიონი
მთიანაჭარაში 124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა
მთიანაჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია. გასული წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა. 2018 წელს, ტურისტული მარშრუტებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 104,702 მოგზაური ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 38%-ით მეტია. ვიზიტორების უმრავლესობამ მუნიციპალიტეტში ყოფნისას ეროვნული პარკები და ტურისტული ღირსშესანიშნაოებები მოინახულა. მოგზაურთა პროცენტული ზრდით გამოირჩეოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. გასულ წელს, მაჭახელასა და მირვეთის ტურისტულ მარშრუტებზე 112%-ით მეტმა, 27, 157 ვიზიტორმა იმოგზაურა. • +38% - ქობულეთის ტურისტული მარშრუტები • +112% - ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები • +12% - ქედის ტურისტული მარშრუტები • +31% - ხულოს ტურისტული მარშრუტები • +26% - შუახევის ტურისტული მარშრუტები ჯამში, 2018 წელს, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებით წინა წელთან შედარებით 139%-ით მეტმა მოგზაურმა ისარგებლა. ტურისტული სერვისები ღამისთევას, კვებასა და მასტერკლასებით სარგებლობას ითვალისწინებდა. „მთიანაჭარაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში მყოფი ტურისტებისთვის აჭარა მხოლოდ ზღვასთან აღარ ასოცირდება. ისინი აქტიურად სტუმრობენ ყველა იმ ტურისტულ მარშრუტსა თუ ადგილს, რომლის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ბოლო წლებია ვმუშაობთ. ჩვენი მთავარი მიმართულებაა ეკო და სოფლად ტურისტული მარშრუტების განვითარება და ახალი საინტერესო მიმართულებების შექმნა, თემატური ფესტივალების ჩატარება, გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ტურების ორგანიზება და აჭარის მთებში მოგზაურობის პოპულარიზაცია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
(NS)
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)