|
2015-06-22 17:51:04, 664 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ ბენეფიციარების პაკეტები განიხილა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ დღეს ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების პაკეტები განიხილა, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა ადგილზე გადამოწმებული და შედგენილი. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კომისია ორი დღის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე შემოსულ 200 –ზე მეტ განაცხადებას განიხილავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განმარტებით, კომისიამ უპირატესობა იმ ოჯახებს მიანიჭა რომელთა საცხოვრებელი სახლები სტიქიისგან და ხანძრისგანაა დაზიანებული. ედიშერ თოლორაია აქვე დასძენს რომ პირველ რიგში პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიენიჭება. თითორეული ბენეფიციარის ქეისის განხილვისას კომისიამ ადგილზე გადაღებული ფოტო მასალითა და კრიტერიუმების განმსაზღვრელი სპეციალური ანკეტით იხელმძღვანელა. „კომისიის წევრებმა კენჭისყრის დროს, ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო პირობების ამსახველი ფოტო მასალითა და ადგილზე შევსებული ანკეტებით იხელმძღვანელა. დღევანდელ სხდომაზე მოხდა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების შერჩევა, რომელთა მდგომარეობას კიდევ ერთხელ 25 კაცისგან შემდგარი კომისია ადგილზე გადაამოწმებს“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ. საცხოვრებელი სახლების კომისია სხდომას ხვალ განაახლებს. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ის მიმდიანრე წლის აგვისტოს თვეში დაიწყება.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)