02:00 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 14:07:28, 796 ნახვა

სამართალი
ირაკლი ალასანია: როგორც დღეს დამარცხდა უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას

„როგორც დღეს  დამარცხდა უზნეობა და უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას არჩევნებზე“, – ასე შეაფასა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი  ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბრალდებული ხუთივე პირი, ხუთი დეპუტატის პირადი თავდებობის საფუძველზე, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ალასანიას თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

მას ასევე მოლოდინი აქვს, რომ თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმე საერთოდ შეწყდება.

„მე შინაგანად ველოდებოდი, რომ თავდებით გაათავისუფლებდნენ,  რადგან, ძალიან მოტივირებული  და საფუძვლიანი იყო დაცვის მხარის მოთხოვნა და უსაფუძვლო იყო ბრალდების მხარის დასაბუთება, თუ რატომ უნდა გადაეხადათ დაკავებულებს გირაო. ის, რომ თითქოს სულგრძელობა გამოიჩინა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პროკურატურამ, რომ თავდებობით კი არა, გირაოთი უნდა შეეცვალათ აღკვეთი ღონისძება, ეს იყო უსაფუძვლო და ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. მე ველოდები, რომ საერთოდ ეს საქმე შეწყდეს“, –  აღნიშნა ალასანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics