13:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 15:30:42, 542 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშს დაესწრო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშს დაესწრნენ, რომელიც ორგანიზაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ საქმიანობას შეეხებოდა.

"აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ისევე როგორც არსებობის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციამ, არაერთი საქმიანობა განახორციელა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ქვეყნის გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ", - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარება აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებსაც გადაეცათ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics