02:36 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-24 18:55:36, 4366 ნახვა

კულტურა
ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება

25 თებერვალი ცნობილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. სურამში პოეტის საიუბილეო დღის აღსანიშნავად,  ლესია უკრაინკას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე იური რიბაჩუკი, საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი და ადგილობირვი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს. 

ლესია უკრაინკას ეკუთვნის სიტყვები - " “რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას, მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics