12:21 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 15:19:35, 652 ნახვა

საზოგადოება
ნიკა მელიას ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატებმა იარაღის ტარების უფლება მოითხოვეს

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც მათ იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეთ.

აღნიშნული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

მელიას თქმით, კანონპროექტის ინიციატორი საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე თედო კობახიძეა.

 „13 ივნისის ტრაგედიიდან 3 დღეში, საკრებულოს დეპუტატებმა ირაღის ტარების უფლება მოითხოვეს. მაშინ, როდესაც თბილისში სტიქია მძვინვარებს, 10-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, 19 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და მტაცებელი ცხოველები ადამიანებზე ნადირობენ, ასეთ დროს აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ საკრებულოში  საკრებულოს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა დასხდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვეს. ამის ინიციატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა  საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ამ კანონის ინიცირება პარლამენტში მანანა კობახიძეს უნდა მოეხდინა.

ამ დრომდე მეგონა, რომ არაკოორდინირებულობა და არაპროფესიონალიზმი იყო „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ამ დღეებში, თუმცა დავრწმუნდი, რომ მათი მთავარი პრობლემა გულგრილობა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

ესაა უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა. ია, რაც 16 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იკადრეს, თბილისელებზე სილის გაწნაა“, - განცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics