10:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:20:56, 387 ნახვა

საზოგადოება
ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

 ზუგდიდში, დღეს დევნილი  ოჯახებისათვის  ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში არსებული ობიექტის რეაბილიტაცია განახორციელა, სადაც ბინა  42-მა დევნილმა ოჯახმა  მიიღო.

დევნილი ოჯახების შერჩევა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდა.

უწყების ინფორმაციით, ბინების განაწილების პროცედურას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწენენ. კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.

შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 - ერთოთახიანი, 23 ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics