|
2015-06-16 14:26:27, 427 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და 15 ივნისის მდგომარეობით მათი საჭიროებები აღწერა. თბილისის მერიამ დაზარალებულთა განთავსების ადგილებზე მიიყვანა მე-16 შერეული პოლიკლინიკის ოჯახის ექიმები, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაესაუბრნენ დაზარალებულებს, სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საჭირო მედიკამენტების იდენტიფიცირება მოახდინეს. თბილისის ცხრა სასტუმროში გასაუბრება 44 ოჯახის წარმომადგენელთან მოხდა. 15 ივნისის მდგომარეობით, 173 ადამიანი აღირიცხა, საიდანაც 101 ქალი, 72 კაცი და 43 – 18 წლამდე ასაკის ბავშვია, მათგან 18 ბავშვი 6 წლამდეა. სტიქიით დაზარალებულთა გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ 33-ს ესაჭიროება სხვადასხვა მედიკამენტი, 34-ს - სამედიცინო გამოკვლევა და 12-ს - ფსიქოლოგიური დახმარება. თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს პირველადი სააფთიაქო საჭიროებებით უზრუნველყოფს. მედიკამენტებით თბილისის მერიას „ავერსი“, „PSP“, „სახალხო აფთიაქი“, „GPC“ და „ეი-ბი-სი ფარმაცია“ მოამარაგებენ. ასევე, მათ, ვისაც სამედიცინო გამოკვლევები ესაჭიროება, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან კოორდინაციით, ეს მომსახურება გაეწევათ. ამასთან, თითოეულ სასტუმროში იმორიგევებენ „ავერსის“ ოჯახის ექიმები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას, ხოლო ბავშვებისთვის ადგილზე პედიატრების ვიზიტი განხორციელდება. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მეორე ნაწილის გამოკითხვა დღეს გაგრძელდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)