03:48 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 15:44:06, 1260 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სტიქიისგან დაზარალებულ ადამიანების დასახმარებლად 50 000 ლარს გამოყოფს

„თიბისი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  50 000 ლარი გამოყოს. 

"ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და განვიცდით  იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ წუხანდელი სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები. გვსურს, მათი მდგომარეობის შემსუბუქებაში გარკვეული  წვლილი შევიტანოთ, ჩვენი გუნდის და ჩვენი მომხმარებლების სახელით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას თუ კერძო პირს, შემოგვიერთდნენ და, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მათაც გამოყონ გარკვეული თანხები, დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გარდა ამისა, იმ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, ვისაც დაზარალებულთა დახმარების სურვილი აქვთ, „თიბისი ბანკი“ სთავაზობს, საკუთარი შემოწირულობა გადარიცხონ თიბისი ბანკის საქველმოქმედო ფონდში, სპეციალურ ანგარიშზე:  GE67TB1100000036082020.      

ბანკი იმედს გამოთქვამს, რომ მის ამ ინიციატივას ბევრი კომპანია და მოქალაქე შეუერთდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics