|
2015-06-14 12:08:59, 405 ნახვა
საზოგადოება
გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება. უწყების ცნობით, ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩების მიმართულებით. ვეფხი და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია. თამარ მეფის მარჯვენა პანდუსთან მოძრაობა დაკეტილია ლაგუნა ვერის მიმართულებით. მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით „თბილისი ცენტრალი“-სკენ და ალექსიძის ქუჩით. მოძრაობა დაკეტილია ფილარმონიასთან გმირთა მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით. ელბაქიძის ქუჩიდან მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის მოედნისკენ. მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან „ძველ სახლთან“. ვირსალაძის ქუჩიდან ჩამოსულ ნაკადს შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმართულებით. ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. პერიოდულად საცობის აცილების მიზნით თავისუფლების მოედნიდან ტრანსპორტი იმოძრავებს კონკის მიმართულებით. კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ. საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)