|
2018-11-17 17:13:22, 1088 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად 2017-2018 წლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ხედვა გააცნო. 2018 წლის, 10 თვის სტატისტიკური მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 17,8%-თაა გაზრდილი (ჯამში 1,725,468 ვიზიტი). იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც. 2016 წელთან შედარებით რეგიონში 41%-ით მეტი ფრენა განხორციელდა. „მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება მთის ტურიზმი. მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი. ეს კი ქმნის იმ დამატებითი ღირებულების ჯაჭვს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის ადგილზე გაჩენილი შემოსავლის თვალსაზრისით. ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურიზმის აღმავლობას აჭარაში, რაც უზრუნველყოფს რეგიონის ინკლუზიურ განვითარებას. ჩვენი ძალისხმევით აჭარა გახდება ქვეყნის ტურისტული ჰაბი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. რაც შეეხება, ზამთრის ტურიზმს, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე", ტურისტული სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება. ამჟამად, კურორტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. პრეზენტაციისას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა ყურადღება რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებზე, 17 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებსა და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე გაამახვილა. ასევე, უწყება წლის ბოლოს დაასრულებს მუშაობას 2018-2025 წლების ტურისტული განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ტურიზმში ჩართული სამთავრობო და კერძო სექტორისთვის.
(NS)
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)