|
2018-11-12 13:40:33, 499 ნახვა
რეგიონი
აჭარა მსოფლიოში უმხვილესს ტურისტულ გამოფენაზე „WTM London 2018“
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე “WTM London 2018” გაუწია. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის, აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი. „მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურისტულ გამოფენებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ თავს იყრის მსოფლიოში უმსხვილესი მოთამააშეები ტურისტული ბიზნესიდან. ჩვენ სამომავლო თანამრომლობის დაგეგმვის მიზნით საქმიანი შეხვედრები გვქონდა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, როგორებიცაა Thomas Cook, British Airways, Wizzair, BBC, Euronews, ITV, Tripadvisor და Expedia. ბრიტანეთი ჩვენთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარე წელს დავიწყეთ, ამიტომ ორმაგად ნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან. ბოლო ორი წელია, რეგიონის რეკლამირების მიზნით აქტიურად ვიყენებთ BBC-ს ეთერს, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები გადაიცემოდა. შემდეგი წლისთვის უკვე ვგეგმავთ სხვა მედიაპლატფორმების გამოყენებასაც, რათა ხელი შევუწყოთ ბრიტანულ ბაზარზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს რეკლამირებას 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)