10:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 11:17:37, 696 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმას გაზრდის

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმის გაზრდას აპირებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი "კანონპროექტი" დე-ფაქტო მთავრობამ და ე.წ. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა განიხილა.

მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ ამჟამად მოქმედი ჯარიმის ოდენობა არაეფექტურია და კანონდარღვევათა შემცირებას ხელს არ უწყობს.

ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარი სერგეი ხარებოვის თქმით, ჯარიმის ოდენობი გაზრდა დარღვევების რაოდენობას შეამცირებს და ამავდროულად "ბიუჯეტის გაზრდას შეუწყობს ხელს".

ცნობისთვის, ჯარიმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ამჟამად ჯარიმა 2000 რუსულ რუბლს შეადგენს. მისი გაზრდის შემთხვევაში კი 20 ათას რუბლი გახდება, ხოლო მაღალი თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა ორმაგი ოდენობის იქნება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics