|
2018-10-30 10:11:31, 646 ნახვა
რეგიონი
თურქეთი რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავს აღნიშნავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო. რეგიონის მთავრობის მეთაურმა თურქეთის კონსულს ბათუმში მაქბულე ქოჩაკს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რისი საფუძველიც არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ქვეყნებს შორის დიდი ხნის ისტორიული და მრავალმხრივი კავშირებია. „ვულოცავ თურქ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს. მინდა მადლობა გადავუხადო სტრატეგიულ მეზობელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თურქეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ მიღებას ბათუმში დიპლომატიური კორპუსის, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)