09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 16:45:24, 1286 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები ლვოვის გამოფენაზე წარადგინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. სამი დღის განმავლობაში გამოფენის ვიზიტორები აჭარის სტენდთან რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობოდნენ. დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის რეკლამირებას ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ანხორციელებს. მზარდია უკრაინიდან აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 9 თვის მონაცემებით 40 000 ვიზიტს გულისხმობს. წელს, უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით დაემატა ფრენებიც და ზაფხულის პერიოდში ავიამიმოსვლები კიევიდან, ხარკოვიდან, ზაპაროჟიედან, ოდესიდან და ლვოვიდან ხორციელდებოდა. 

რაც შეეხება უშუალოდ გამოფენებს, დეპარტამენტი ლვოვის გარდა უკრაინაში   მონაწილეობას ღებულობს კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. ჯამში, წელს დეპარტამენტმა რეგიონი მსოფლიოს მასშტაბით 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics