|
2018-10-19 18:31:44, 1379 ნახვა
სამხედრო
აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო
აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რეზერვისტებს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება პირადად მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში აქტიური რეზერვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. თავდაცვის მინისტრმა უშუალოდ დაათვალიერე და შეაფასა გარემონტებული ინფრასტრუქტურა, სადაც რეზერვისტები იმსახურებენ. დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „მედლები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის“ გადასცეს. ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე ნიშნით სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. გარდა ამისა, განსაკუთრებული წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სხვადასხვა სინჯის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მხარდაჭერისათვის თავდაცვის მინისტრს ღირსეული გვარდიელის სამკერდე ნიშანი გადასცეს. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)