|
2015-06-10 14:49:41, 781 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს. მოსარჩელეს განცხადებით, სადაო ნორმები შესაძლებლობას იძლევა, პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განმეორებით გამოიყენონ, რაც კონტიტუციის კონკრეტულ მუხლს ეწინააღდეგება. "დღეს მოქმედი სასამართლოს პრაქტიკით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოსდა სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლოს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, 9 თვეზე მეტხანს ამყოფოს ციხეში, რაც არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რამდენადაც კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლში პირდაპირ წერია, რომ ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს",-განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზე, მხარეთა მოსმენებისა და ახსნა განმარტების მოსმენის შემდეგ, სასამართლო იმსჯელებს, მიიღებს თუ არა საქმეს არსებითად განსახილველად.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)