16:53 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 13:00:33, 1789 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების  წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების  ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა.  

შეხვედრაზე ლევან იზორიამ პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში  განსაკუთრებით გამოყო ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წვლილი.

საუბარი შეეხო კიბერსფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სთან ერთად რიგი ღონისძიებების გატარება იგეგმება, რათა თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით გაღრმავდეს და  შეიარაღებული ძალების სწავლებების, საერთაშორისო ტრეინინგების ფარგლებში ინტეგრირდეს.

კიბერუსაფრთხოების ბიუროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი და კიბერუსაფრთხეობის ბირუოს ხელმძღვანელი ლევან გიორგობიანი დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics