|
2015-06-08 13:38:49, 670 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
საწვავზე ფასები ზოგიერთ ქსელში კიდევ გაიზარდა. "ლუკოილის" ქსელში საწვავის ფასები დღეს დილიდან 2-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. კომპანიაში საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციითა და ლარის გაუფასურებით ხსნიან. როგორც "ექსპრესნიუსს "ლუკოილის" დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, მსოფლიოში არსებული ფასების გათვალისწინებით, საქართველოში საწვავი მინიმალურადაა გაძვირებული. „ორ კვირამდე, ერთ თვემდე რა ნიშნულიც იყო, ჩვენ პროდუქტებზე ადექვატური მატება არ მოგვიხდენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, ეს ეტაპობრივი გაძვირებების მცოცავი პროცესია. მსოფლიო ბაზარზე ერთ ტონაზე ფასი 200 დოლარით არის მომატებული და 2015 წლის რეკორდულ მაჩვებელზე დგას. 680 დოლარის ფარგლებში ფასები იყო ერთი, ორი თვის წინაც, მაგრამ ჩვენ არ მოგვიხდენია მატება. ვამბობდით, რომ გარდამავალი ნაშთების წყალობით, რომელიც კომპანიას შედარებით იაფად ჰქონდა შეძენილი, არ მოხდებოდა ფასის ერთიანად ზრდა, მოხდებოდა ეტაპობრივად. ჩვენ მაქსიმალურად ნელა ვახდენთ რეაგირებას გაძვირების ტენდენციაზე. მსოფლიოში არსებული ფასების გათვალისწინებით, საწვავი მინიმალურად გავაძვირეთ და თუ დავთვლით შესაძლოა მეტიც იყოს მოსამატებელი“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ. ამჟამად "ლუკოილში" საწვავზე ფასები ასეთია - ევრო სუპერი 2.19 ლარი ღირს, პრემიუმ ავანგარდი - 2.09 ლარი, ევრო რეგულარი - 1.93 ლარი და ევრო დიზელი - 2.07 ლარი. ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საწვავზე ფასები 3-დან 5 თეთრამდე კომპანია "გალფმაც" გაზარდა. "გალფში" საწვავზე ფასები ასეთია - G-force Premium - 2.15 ლარი, G-force Euro Regular - 2.09 ლარი, Euro Regular - 1.99 ლარი, G-force Euro Diesel - 2.12 ლარი. Euro Diesel - 1.96 ლარი. ცნობისთვის, 3 ივნისის მდგომარეობით «PLATT”S»-ის მიხედვით ბენზინის საერთაშორისო ფასი 680.50 დოლარი/ტონაზე შეადგენს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)