08:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 10:47:20, 568 ნახვა

რეგიონი
Deutsche Welle აჭარაში კიდევ ერთ გადაცემას იღებს

Deutsche Welle აჭარის შესახებ კიდევ ერთ გადაცემას ამზადებს. საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები აჭარას სამოგზაურო ტელეგიდის „Meet a local”-ის გადასაღებად სტუმრობს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო და ქედის ღვინის მარნები.  ბათუმის შესახებ მომზადებულ ტელეჟურნალს Deutsche Welle-ს მილიონობით მაყურებელი ოქტომბრის ბოლოს ნახავს.  

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია Deutsche Welle-ს ეთერით მიმდინარე წელს დაიწყო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტელეკომპანიის ეთერით ზაფხულსა და შემოდგომაზე გადაიცემოდა. ზაფხულშივე მომზადდა პირველი ტელეჟურნალი ბათუმში მოგზაურობის შესახებ. 

Deutsche Welle-ს გარდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN. 2019 წლისთვის კი რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics