|
2018-08-31 12:50:05, 1235 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა
31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს ეს დღე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა და მათგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მართვის ცენტრიდან თავდაცვის მინისტრმა და და გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სამინისტროს ეზოში გადაინაცვლეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი (900-მდე სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ასრულებს. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში (EUTM Mali) კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)