|
2015-06-04 19:44:43, 730 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის გამოყოფის ინიციატორებს საკუთარი მოთხოვნები გააცნო
საბანკო სექტორმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის ინიციატორებს საკუთარი მოთხოვნები გააცნო. როგორც ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მიმართულებით საბანკო სექტორს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს. „იყო საუბარი, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც არის ფუნქცია ეროვნულ ბანკშია გაერთიანებული და არის ქვეყნები, სადაც ცალ-ცალკეა. საბანკო სექტორის ძირითადი კითხვა ინიციატორებთან არის, რომ კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ კეთდება ეს ცვლილება დღეს, როგორი სტრუქტურით გაკეთდება და გრძელვადიანად რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენგან იყო ორი მოთხოვნაა დაყენებული, რომ საბანკო სექტორმა მიიღოს ამ განხილვებში მონაწილეობა, რაზეც პარლამენტარები დაგვთანხმდნენ. მეორე აუცილებელი მოთხოვნა არის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ამ განხილვებში, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის თქმითვე, ცვლილებების ინიციატორების არგუმენტებზე უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო და ინიციატივა დახვეწას კიდევ საჭიროებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)