|
2018-08-17 15:10:32, 1378 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები „Invictus Games“-ის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღმართეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. 2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს. წელს „ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ოფიცილურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიალს შეიარაღებული ძალების სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც ესრებოდნენ. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)