|
2018-08-17 03:56:33, 1734 ნახვა
სხვადასხვა
სკანდალური ფოტოს გამო ქართველი მოჭიდავეები თავს იმართლებენ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიანმაისურში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან ერთად გადაიღეს. მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი. ფოტოზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე არიან. ფაქტს საქართველოს ნაკრების მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. მოჭიდავე facebook-ში წერს, რომ ფოტოს გადაღება მათ თავად თედეევმა სთხოვა და დათანხმდნენ, რადგან ის მათი დიდი გულშემატკივარია. მოგვიანებით მომხდარზე მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემაც დაწერა.
მისი თქმით, მაისურის ჩაცმა ორგანიზატორების თხოვნა იყო. " მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას – ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი. თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო",- წერს იანტბელიძე. ძამბოლატ თედეევის მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სპორტის ოსტატის ჯილდო. 2001—2012 წლებში იყო რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თედეევი დე ფაქტო ოსეთის მეექვსე, ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, დე ფაქტო პარლამენტში ფრაქცია რუსეთის პატრიოტების წარმოადგენს. თედეევს მიღებული აქვს ოსეთის გმირის ორდენი. ასევე, ორდენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)