|
2018-08-06 15:42:07, 1263 ნახვა
სამხედრო
იუნკერთა კურსების გამოშვება - 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა. სიტვით მიმართვისას სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილზე, თავგანწირვასა და სამშობლოსთვის თავდადებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე გაამახვილა და კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცათ და წარმატებული სტუდენტები სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულ იუნკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო რეგიონალურ გამოფენაში, სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყის სამხედრო განათლება. კურსდამთავრებული ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე გადანაწილდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)