|
2018-07-29 10:54:24, 599 ნახვა
სამხედრო
წლევანდელი ღირსეული პარტნიორი საჰაერო კომპონენტის და ჩართულობით გამოირჩევა
წელს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სიახლით ხვდება. სწავლებაში აშშ-ის, ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაცია ჩაერთვება, რომელიც წვრთნის დროს ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს უზრუნველყოფს. ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი“ (Blackhawk) და „აპაჩი“ (Apache) უკვე საქართველოშია. სპეციალურად ამ სწავლებისთვის დოუვერის საჰაერო ძალების ბაზიდან ამერიკული ვერტმფრენები პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში, ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაეშვა. საქართველოში უკვე სრულად ჩამოვიდა სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ჯავშანტექნიკა. საჰაერო გზით კი, აშშ-ის ვეროპის სარდლობის პირადი შემადგენლობა საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა. სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)