|
2015-06-03 12:44:21, 389 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ესტონეთი რჩება საქართველოს ლობისტად ნატოსა და ევროინტეგრაციის პროცესში
„მივიღეთ მყარი გარანტია, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს მთავარ აქტიურ ლობისტად ნატოსა და ევროინტეგრაციის პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დავით უსუფაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ტომას ჰენდრიკ ილვესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც ქართველ და ესტონელ ხალხს ერთად აქვთ. „საქართველოს ჰყავს ნაცადი მეგობრები მსოფლიოში და ესტონეთი არის ერთ-ერთი მაგალითი. ვინაიდან, მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ - სამთავრობო დონეზე, კულტურული ურთიერთობების და საგანმანათლებლო დონეზე. დღეისთის ესტონეთში 150-მდე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის სამხედრო პროფესიას. საქართველოში 50-მდე ოფიცერმა მიიღო სამხედრო განათლება. სამაგალითო ურთიერთობაა ქვეყნებს შორის, რომელიც გაგრძელდება. ცხადია, იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც ქართველ და ესტონელ ხალხს ერთად გვაქვს. ეს არის რუსული აგრესია, რუსეთის მცდელობა, საბჭოთა იმპერია აღადგინოს და ცხადია ამ გეგმებში არის არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნები და ტერიტორიები. ეს ყველაფერი რომ მშიდობიანი გზით მოგვარდეს, გვსურს, ხელი შევუწყოთ უკრაინის ტერირტორიული მთლიანობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და ომის სწრაფად დამთავრებას. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მყარი გარანტია იმისა, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს მთავარ აქტიურ ლობისტად ნატოსა და ევროინტეგრაციის პროცესში.. ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა და დასტური იმისა, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)