|
2015-06-03 11:37:02, 531 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს
რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც დავარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაციაც გასცენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით მთელი რიგი ვალდებულებები აქვს აღებული, რაც მკაფიოდ ადასტურებს მთავრობის მისწრაფებას, ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეული ადამიანისათვის უზრუნველყოს სიკეთე, რომელსაც ეფუძნება განვითარებული მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობა და წარმატება. „მაგალითისათვის, გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება შექმნას ელექტრონული პეტიციების პორტალი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერებს მთავრობის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ღია და გახსნილი ინსტიტუტების რიცხვი საქართველოში სულ უფრო იზრდება და, თუ აქამდე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები იყვნენ აქტიური, ბოლო პერიოდში მათ სასამართლო ხელისუფლებაც შეუერთდა. პრემიერ-მინისტრმა ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლების ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებში საკმაოდ იშვიათია. მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის მმართველი კომიტეტის ორ წევრ ქვეყანას - საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესახებ თანამშრომლობის წერილების ოფიციალურ გაცვლას და მთავრობის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ღია მმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს. „მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ ინფორმირება, მეტი იყოს მოქალაქეების ჩართულობა. მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც დავარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაციაც გასცენ. მინდა, დიდი მადლიერებით აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილება, რომ რეგიონალურ კონფერენციას მართავთ თბილისში. ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიერ აღებული კურსისადმი, რაც არის ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მისწრაფება. გასულ წელს გავაფორმეთ ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ჩვენ ვართ მოტივირებული, საქართველო გარდავქმნათ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მჯერა, თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ და მჯერა, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი არაჩვეულებრივი სამზარეულო და ქართული ღვინო“, - მიმართა პრემიერმა OGP-ის კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომლის აქტიური ჩართულობით საქართველო აღნიშნულ პლატფორმაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)