|
2018-07-25 12:53:46, 536 ნახვა
რეგიონი
ადიგენში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები მოქმედებს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „იმედისა“ და „დერცელი ნობათის“ რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „იმედი“ და „დერცელის ნობათი“, რომელშიც 33 ადგილობრივია გაერთიანებული, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხესა და დერცელში საქმიანობს. რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ფუნქციონირებს. 2017 წელს მათ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცათ რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. ასევე მიიღეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენდა საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული დანადგარები. სასოფლო-სამეურეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი კოოპერატივების მხარდაჭერა, მით უფრო როდესაც კოოპერატივებში გაერთიანებული თითოეული მეპაიისათვის უკვე ხელმისაწვდომი ხდება კოოპერაციის შედეგად გაზრდილი შემოსავალი. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიდინარე წელს 13 ახალი საწარმო აშენდება
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)