|
2018-07-12 15:50:36, 503 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლების, აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და ევროპელი ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით იმართება. შეხვედრას საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა მასპინძლობს და მას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძეც ესწრება. სამუშაო შეხვედრაზე დელეგატები გაეცნობიან პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული ელ-ჯანდაცვის სისტემების კვლევის საბოლოო შედეგებს, კვლევის ექსპერტების რეკომენდაციებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ქყვეყნებში განხორციელებულ პროგრესს ელ-ჯანდაცვის მიმართულებით, მოხდება ელ-ჯანდაცვის კავშირის სამოქმედო გეგმის განახლება, და ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ ევროკავშირში არსებული ელ-ჯანდაცვის პროექტებში პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობებს. ელექტრონული ჯანდაცვის ჯავშირის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბრიუსელში 2016 წლის 17-18 ოქტომბერს გამართულ “ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის“ პანელის მეორე შეხვედრასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელიც ჩატარდა პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკის მინსტრების, ამ ქვეყნების სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების (მათ შორის ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლობით), ევროკავშირის წამყვანი ქყვეყნების დელეგაციების, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტრის ფართო ჩართულობით. ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის კურატორ ქვეყნად შერჩეული იქნა საქართველო, კერძოდ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამინისტროს ორგანიზებითა და თავჯდომარეობით თბილისში ჩატარდა ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის პირველი სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) 2017 წლის 20-21 თებერვალს. შეხვედრაზე მიღებული იქნა ელ-ჯანდაცვის კავშირის კოოპერაციის პროტოკოლი, სამოქმედო გეგმა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩატარებულიყო ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების კვლევა პარტნიორობაში შემავალ ქვეყნებში, რომელიც განხორციელდა 2017 წლის ზაფხულში. კვლევის შედეგების განხილვა და ვალიდაცია მოხდა ელ-ჯანდაცვის კავშირის მეორე სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა კვლავ თბილისში 2017 წლის 14-15 სექტემბერს.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)