|
2018-06-28 12:51:46, 537 ნახვა
რეგიონი
ბათუმი საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს
28-30 ივნისს, ბათუმი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესის გახსნის ცერემონია, დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ფოლკლორული ანსამბლები. 29 ივნისს 09:00 საათზე, სასტუმრო "შერატონში" გაიხსნება კონგრესის სამეცნიერო ნაწილი. კონგრესი თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით განსაკუთრებულია არა მარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცისათვის: მასში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. განსაკუთრებულია უცხოელ სპიკერთა რაოდენობაც (43 სპიკერი ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან და მათგან უმრავლესობა მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერია). ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ პატარაძის პატრონაჟით. კონგრესის ორგანიზატორები არიან ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია ევექსი. ორი დღის განმავლობაში, ორ პარალელურ დარბაზში ჩატარებული 24 სიმპოზიუმი შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1 ივლისს ჩატარდება გარბენი სლოგანით “ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“, რომელიც ორგანიზებული იქნება ქ.ბათუმის მერიასთან ერთად.
(NS)
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)