|
2015-05-31 08:46:59, 482 ნახვა
პოლიტიკა
სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება
საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში იმართება. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება). ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. შესაბამისად დღეს ამომრჩევლებს აღნიშნულ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ - 1152 ამომრჩეველია. გუშინ ცესკოში გამართულ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს არჩევნების შესახებ გააცნო დეტალური ინფორმაცია და განუცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საკრებულოს შუალედური არჩევნები წარმართოს მშვიდ, წყნარ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში, მან ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დამკვირვებლებისა და აგიტაციის წესების შესახებ: 31 მაისს, ხმის მიცემის მიმდინარეობას დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციები. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 31 მაისს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს, ანა მიქელაძემ სენაკისა და ზუგდიდის ამომრჩევლებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ შუალედურ არჩევნებში, „თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ აღნიშნა ცესკოს სპიკერმა. მან ასევე მიმართა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს დილის 7:00 სთ-იდან ღამის 12:00 სთ-მდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 მაისს დღის განმავლობაში პერმანენტულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)