|
2015-05-30 12:56:57, 488 ნახვა
პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი: სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მის გავლენას შეასუსტებს
„მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მის გავლენას შეასუსტებს“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში ახალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის პარტიის ცხოვრებაში სააკაშვილის როლის შესუსტება დადებითი პროცესების მომტანი იქნება. „მიხეილ სააკაშვილი წავიდა უკრაინაში, იქ ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და ამაში ცუდი არაფერია. ფორმალურად თუ არაფორმალურად ის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში მონაწილეობას იღებდა. ეს ახლაც გაგრძელდება, მაგრამ ალბათ ნაკლები ინტენსივობით, რადგან სააკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უფრო მეტი საქმე ექნება. რაც დრო გავა, მიხეილ საკაშვილის გავლენა თავის პარტიაზე უფრო შესუსტდება. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლოკომოტივად იგი ამ დრომდე რჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ კოლექტიური იმიჯი გაიმყაროს. ამ თვალსაზრისით, კარგიც არის, რომ სუსტდება ერთი კაცის ფაქტორი, იმიტომ რომ ქვეყანა მიდის საპარლამენტო დემოკრატიისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა ეჩვევა კოლექტიური პასუხისმგებლობის ფაქტორს და არ აფასებს მხოლოდ ერთი კაცის საქმიანობას“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი სახე სააკაშვილისგან დამოუკიდებლად უნდა იპოვნოს. „ისევ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჯობია, რომ სააკაშვილი ნაკლებად აქტიური იყოს, რადგან ის ფარავს ყველას სხვას. ის შესაძლოა დადებით ფაქტორს თამაშობდეს თავისი პარტიის გაძლიერების თვალსაზრისით, თუმცა ნეგატიური ფაქტორიც არის, როდესაც სააკაშვილი ისეთ რამეზე საუბრობს, რაც აღიზიანებს მოსახლეობის დიდ ნაწილს. რისკის ფაქტორი არის ძალიან მაღალი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი კვლავ აქტიურად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან მისმა განცხადებებმა შეიძლება ძალიან დაუწიოს პარტიას რეიტინგი. თანაც ის არ იმყოფება საქართველოში. ამ ვითარებაში კი არასდროს ხდება ადექვატურად რეალობის აღქმა, აღქმა ხდება ან ვირტუალური სივრციდან ან ნაცნობების მონაყოლით. ადამიანი როდესაც ცხოვრობს სხვაგან, ბევრს ფიქრობს სხვა ქვეყანაზე, სხვა პროცესებზე, შეუძლებელია, რომ მისი რეალობის აღქმა იყოს აბსოლიტურად ზუსტი. ამავე დროს მისი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულ ლიდერად ჩვენება, თავისთავად მას აყენებს ყურადღების ცენტრში და თუ მას არ აქვს სიტუაციის რეალური აღქმა, შეიძლება ეს რისკის მომტანი იყოს საკუთარი პარტიისთვის. ჯობია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი სახე სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იპოვნოს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)