|
2015-05-29 10:47:34, 426 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო სოლიდარობის ფონდთან ერთად სოციალურ პროექტს იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ უერთდება. მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით მიზანდარი ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სოლიდარობის ფონდთან ერთად სოციალურ პროექტს 1 ივნისიდან იწყებს. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ნებისმიერი სერვისით ისარგებლებენ (მაგალითად, ავტომანქანის სანომრე ნიშნის შეძენისას), სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ განახორციელონ მცირე დონაცია და შესაბამისად, გახდნენ სოლიდარობის ფონდის მხარდამჭერები. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)