00:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 10:18:18, 1948 ნახვა

სამართალი
შსს-მ 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ოზგურ რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 14,836 გრ-ია და 0,6 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 20,481 გრ გამომშრალი მარიხუანა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics