09:43 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 11:53:46, 1287 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ტურიზმი ჩვენს ეკონომიკაში იმდენივეს აგენერირებს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით

 „ტურიზმი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აგენერირებს ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენცია „Welcome to Georgia -  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" ორგანიზებით მოეწყო.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით,  „თუ შარშან ექსპორტ-რეექსპორტმა 2 მილიარდ 760 მილიონი დოლარი დაგენერირა ჩვენს ქვეყანაში,  ტურიზმმა - 2 მილიარდ 750 მილიონი დოლარი მოიზიდა, როგორც სერვისების ექსპორტმა."

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ახალი გადათვლილი მეთოდოლოგიით, 2017 წელს 7 მლნ. 900 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს.

„წელს ჩვენ ასევე რეკორდულ მაჩვენებლებს ველოდებით", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპიდან ჯარების გაყვანას იმაზე სწრაფად გეგმავს ვიდრე მოსალოდნელი იყო
თურქეთის გადაყენებულმა ოპოზიციის ლიდერმა დედაქალაქში მიტინგზე ათასობით ადამიანი შეკრიბა
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა
გორში პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს საქართველოს ბანკის იურისტები დაიცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics