20:29 - 27 May, 2026
|
2018-06-03 11:35:59, 640 ნახვა
რეგიონი
500-მდე გამოძახება 112-ში - რუსთავში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
რუსთავში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან და სავაჭრო ობიექტებიდან, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ამოტუმბვით სამუშაოებს თორდიას, ტაბიძის და ტურგენევის ქუჩაზე ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, რუსთავიდან 112-ში გუშინდელი დღიდან ამ დრომდე 500-მდე გამოძახება შევიდა. რუსთავში თბილისიდან დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში იაღლუჯის მთიდან ჩამოწოლილმა ქვაღორღმა სანიაღვრე სისტემა დააბინძურა, რის გამოც ქალაქის ქუჩები დაიტბორა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)